მოქალაქეები, რომლებიც მესტიას დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან
მოქალაქეები, რომლებიც მესტიას დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან

A+ A-

15:46 10/08/2020

მოქალაქეები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიასა და სხვა სოფლებს შორისაც.