დმანისის მერი პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს
დმანისის მერი პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

A+ A-

15:41 10/08/2020

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ტატუაშვილის გარიცხვის მიზეზი „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია განცხადებაში.