მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება
მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება

A+ A-

14:29 10/08/2020

მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

პრემიერის განცხადებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.