ვინ იქნებიან "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატები?
ვინ იქნებიან "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატები?

A+ A-

14:29 10/08/2020

„ქართული ოცნებიდან“ გასული დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილი ახალი პარტიის „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატების ვინაობა „2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის კანდიდატურას ახალგაზრდა პოლიტიკისთა გუნდი ვაკის ამომრჩეველს შესთავაზებს. აჭარაში იბრძოლებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მარიამ ჯაში.

ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის ოლქში ცდის ბედს, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქში. კიდევ ერთი ოლქი, სადაც „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქია.

იქ გიორგი ვოლსკის საკუთარი კოლეგა და ყოფილი თანაპარტიელი, გედევან ფოფხაძე დაუპირისპირდება. ინფორმაციის დაზუსტებისთვის „2020NEWS” პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გედევან ფოფხაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყო. მისი თქმით, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაჟორიტარების თაობაზე ჯერ არ მოიუღიათ.

„ჩვენ რაღაც ხედვები გვაქვს, რა თქმა უნდა თუმცა ოფიციალურ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გამართვის შემდეგ შეიტყობთ“, – განაცხადა „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ და დასძინა, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიის პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში შეიკრიბება.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.