მოვუწოდებ ბელარუსის მთავრობას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დაითვალონ - ევროკომისიის პრეზიდენტი
მოვუწოდებ ბელარუსის მთავრობას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დაითვალონ - ევროკომისიის პრეზიდენტი

A+ A-

14:25 10/08/2020

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დაითვალონ.

ამის შესახებ განცხადება ურუსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა შევიწროებისა და ძალადობრივი რეპრესიების ადგილი არ არის. ფუნდამენტური უფლებები ბელარუსში დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ და შედეგები ასე გამოქვეყნდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.