თეთრი ხალათების აქცია თბილისში - ექიმები ვახტანგ ყიფიანის მხარდასაჭერად ერთიანდებიან
თეთრი ხალათების აქცია თბილისში - ექიმები ვახტანგ ყიფიანის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

A+ A-

12:34 10/08/2020

დღეს დილიდან თბილისში თეთრ ხალათიანების აქცია მიმდინარეობს, ისინი სხვადასხვა კლინიკებთან იკრიბებიან და საკუთარი კოლრგის ვახტანგ ყიფიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

ვახტანგ ყიფიანი რამდენიმე დღის წინ ერტ-ერთი პაციენტის საქმეზე იქნა დაკავებული.

როგორც აქციის მონაწილე ექიმები აცხადებენ, ისინი არ იზიარებენ ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ არსებობს ყიფიანის მიმალვის საფრთხე.

„არ შეიძლება ექიმისთვის სანქციის გამოყენება სამედიცინო შეცდომის გამო. პროკურატურის განცხადების მიხედვით, მათი მთავარი საფუძველი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის კომისიიის დადგენილების მიხედვით, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა ორთოპედ-ტრავმატოლოგის ლიცენზია", - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართეს, ვინაიდან მინისტრამა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს მათ ყიფიანის გათავისუფლებაში.

თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აქცია გამოსავალი არ არის და ამ პროცესში უმჯობესია, სახელმწიფოსა და ექიმებს შორის დიალოგი შედგეს.

მისივე თქმით, ეს პროტესტიც გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნებს შეიცავს. 

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს  დააკავეს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში მუშაობს.

ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდებულთა კოლეგები პროკურატურის პოზიციას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ოპერაცია ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გამოქვეყნებულ განცხადებაში ექიმებისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს.

შეგახსენებთ, კლინიკაში ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად 25 წლის გოგონა უკვე თითქმის ორი წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.