სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება - ეკატერინე ტიკარაძე
სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

12:29 10/08/2020

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვვების ზრდის გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ამოქმედდება თუ არა გარკვეული შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, რა ღონისძიებები გატარდება სვანეთში, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.