ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი კიდევ 5 წელი იქნება
ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი კიდევ 5 წელი იქნება

A+ A-

11:02 10/08/2020

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26 წლიანი მმართველობის შემდეგ, არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. პრეზიდენტობის მე-6 ვადაზე წასულ ლუკაშენკოს ამომრჩევლის 80%-იანი მხარდაჭერით აქვს შანსი კიდევ 5 წლის ვადით  იყოს ქვეყანაში პირველი პირი.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა და ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატთა ხმები შემდეგნაირადგადანაწილდა: ანა კანაპოცკაია - 1.68%, ანდრეი დმიტრიევი - 1.04%, სერგეი ჩერეჩენი - 1.13%.

ამომრჩეველთა 6.02%-მა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.

აღსანიშნავია რომ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსის მოსახლეობამ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტება გააპროტესტა საპროტესტო აქციებზე მოქაქლაქეებსა და სამართალ დამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისაპირება მოხდა.

ცნობისთვის ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს "ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც" უწოდებენ.