4 დღის წინ დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი იპოვეს
4 დღის წინ დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი იპოვეს

A+ A-

10:51 10/08/2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა შეტყობინება, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია. დღეს სამძებრო სამუშაოების შედეგად, 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.