დროა საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს - ადამ კიზინგერი
დროა საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს - ადამ კიზინგერი

A+ A-

08:45 08/08/2020

ამერიკის კონგრესმენმა და კონგრესში აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, დროა, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს: 

"ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 ძალიან დიდი დროა. დროა, საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან, ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის.

ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან", - განაცხადა კინზინგერმა. 

ადამ კინზინგერმა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე ისაუბრა, სახელწოდებით - "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი"