ყავის კომპანია "მეამას" შენობამ პრესტიჟულ არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა
ყავის კომპანია "მეამას" შენობამ პრესტიჟულ არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა

A+ A-

16:45 05/08/2020

ყავის კომპანია "მეამას" ოფისის შენობამ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ არქიტექტურულ კონკურსში Architizer A+Awards გაიმარჯვა. კომპანიას გამარჯვება ერგო სამ კატეგორიაში: საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე, ოფისის ინტერიერი და არქიტექტურა და ბეტონი.

"მეამასთან" ერთად ამ კონკურსში TikTok-სა და Jaguar-ის ოფისებიც მონაწილეობდნენ. 

"მეამას" ქარხანა, რომელიც 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. მისი შენობა 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში ArchDaily&Strelka Award-ის გამარჯვებული გახდა.

წყარო:"მთავარი არხი"