ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი იხსნება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი იხსნება

A+ A-

10:27 05/08/2020
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი იხსნება.
 
ეროვნული ბიბლიოთეკის, გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ემიგრაციის მუზეუმში უნიკალური მასალები იქნება წარმოდგენილი.
 
"დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მორიგი ისტორიული თარიღი მოინიშნება - ქართული ემიგრაციის მუზეუმს ვხსნით. რვა წელია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ - ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა, დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბინა კი, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო. გილოცავთ!",-წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.