რატომ უფასურდება პირველი არხის შენობის ფასი? - 122 432 000 ლარიდან 99 536 040-მდე გავლილი "საზმაუს" სააუქციონო გზა
რატომ უფასურდება პირველი არხის  შენობის ფასი? - 122 432 000 ლარიდან  99 536 040-მდე გავლილი "საზმაუს"  სააუქციონო გზა

A+ A-

19:07 04/08/2020

საზოგადიებრივი მაუწყებელის შენობის გასაყიდად, თვენახევარში უკვე  მესამე აუქციონი გამოცხადდა. პრესტიჟულ უბანში, პრესტიჟულ ადგილას განთავსებული,122 432 000 ლარად შეფასებული შენობის ფასი, ამ  სამი აუქციონის შემდეგ, 99 536 040-ლარზე ჩამოვიდა. 

რატომ უფასურდება მომგებიანი ქონების ფასი, ურევია თუ არა „ქართლი ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელი ამ სქემაში და რა ნიშნულამდე დავა საბოლოო გასაყიდი ფასი? - ამ კითხვებზე პასუხს დაუსრულებელი აუქციონების დასრულების შემდეგ მივიღებთ.

1 ლარად ამ ქონებას ხელში ვერც ივანიშვილი და ვერც სხვა ჩაიგდებს, თუმცა, ის ფაქტი, რომ შენობის საფასური თანდათან უფასურდება, ნამდვილად საეჭვოდ გამოიყურება.

ახლა კი ის ვნახოთ, როგორ გამოიყურება აქუციონების მიმდინარეობის სქემა:

16 ივლისი - გასაყიდი ფასი - 122 432 000 ლარი - მყიდველი - რა თქმა უნდა, 0.

31 ივლისი - გასაყიდი ფასი - პირველი აუქციონის შემდეგ 10%-ით შემცირებული 110 343 600 ლარი - მყიდველი - კვლავ 0.

3 აგვისტო - გასაყიდი ფასი - 99 536 040 ლარი - მყიდველი - ჯერჯერობით, 0.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მესამე აუქციონი გუშინ, 3 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 14 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

თუმცა. დაუსრულებელი აუქციონების დასასრულამდეც ჩანს, რომ პანდემიის პირობებში, არც 99 536 040 ლარად გამოუჩნდება  ამ შენობას მყიდველი და თანხა კიდევ დაიკლებს. ამავე ეჭვს გამოთქვამს  „2020NEWS“-თან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა,ნინია კაკაბაძემაც.

„ჩემი აზრით, წინასწარ არის გათვლილი ამ შენობის ბიძინას მიერ ხელში ჩაგდება და სწორედ ამიტომაც ხდება საუქციონო ფასის ხელოვნური დაგდება. დაველოდოთ შედეგებს, შესაძლოა ვცდებოდე კიდეც“, - ამბობს კაკაბაძე.  

მისივე თქმით, შესაძლოა აუქციონის ფასი კიდევ უფრო დავარდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს ამხელა თანხის გადახდა.

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავლისმომსწრე შენობა კი, რომელიც 90-იანების მძიმე პერიოდსაც ვერ გადაურჩა, ბევრჯერ ესროლეს, ბევრჯერ  საპროტესტო აქციების ქარ-ცეცხლში გახვიეს, დგას მშვიდად და ელოდება მყიდველს, რომელიც არ ჩანს.

მესამე აუქციონის შეძენის მსურველებს 11-დღიანი ვადა აქვთ მოსაფიქრებლად. ამ ეტაპზე „eauction.ge“-ზე მის “სანახავად“ 85 ადამიანია ჯერ შესული. აქედან 10-ჯერ მაინც ჩვენ შევედით. მყიდველები არ ვართ.

ხატია მამულია