აქედან ჩანს ნამდვილი თბილისი - ალეკო ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაცია მშობლიურ ეზოში გამართა
აქედან ჩანს ნამდვილი თბილისი - ალეკო ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაცია მშობლიურ ეზოში  გამართა

A+ A-

18:55 04/08/2020

პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა თავისი ახალი პოლიტიკური პარტიის -  „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პრეზენტაცია  საბურთალოზე, მშობლიურ ეზოში გამართა და განაცხადა, რომ სწორედ ამ ეზოდან ჩანს ნამდვილი თბილისი.

მან საბურთალოელებს მადლობა გადაუხადა რადგან თვლის, რომ მათი წყალობით გახდა საკრებულოს დეპუტატი.

„იმიტომ ავირჩიე ეს ჩემი მშობლიური ეზო, რადგან სწორედ აქედან ჩანს ნამდვილი თბილისი. ერთი შეხედვiით, 2012 წლიდან მარტო ვიყავი პოლიტიკაში, მაგრამ ჩემი ძალა და ღონე ყოველთვის ხალხი იყო, ჩვეულებრივი ადამიანები“, -  განაცხადა პარტიის პრეზენტაციაზე ელისაშვილმა. 

მისივე თქმით, მას ხალხის დიდი ვალი აქვს, რომელსაც დღეიდან უფრო მეტი შეუპოვრობით დააბრუნებს.

 „თქვენ ხართ ის საქართველო რომლის წინაშედაც მაქვს უზარმაზარი ვალი და არა მხოლოდ მე, არამედ მათაც ვინც ამ სცენაზე დგას. ჩვენ გვაქვს თქვენი და ჩვენი საქართველოს ვალი, რომელსაც უფრო მეტი ოპტიმიზმით, უფრო მეტი თანადგომით, უფრო მეტი სიბრძნით და უფრო მეტი შეუპოვრობით დავაბრუნებთ. ჩვენ გვინდა სწორედ ისეთი სააქართველო ავაშენოთ სადაც თითოეული ჩვენგანი და თითოეული ქართველი იცხოვრებს ღირსებულად“, - განაცხადა მან.

ელ;ისაშვილის პარტიის ფერი მწვანეა, ხოლო ლოგო - მწვანე ფონზე დახატული თეთრი ჯვარი და 4 თეთრი წრე.  ახალი პარტიის ლოგო ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს, რომელიც  1 დიდი წითელი ჯვრითა და 4 პატარა ჯვრითაა გამოსახული, როგორც საქართველოს დროშაზე.

ხატია მამულია