გოგი თოფაძის შვილიშვილი გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს
გოგი თოფაძის შვილიშვილი გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს

A+ A-

15:18 04/08/2020

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ამ დრომდე არ დაკითხულა, რადგან ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ხეჩინაშვილის’ კლინიკის კლინიკური მენეჯერი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძე აცხადებს.

კვაჭაძის თქმითვე, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს, 4 აგვისტოს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში.

„გიდასტურებთ, რომ ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, მეორე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება", -განაცხადა კვაჭაძემ.

რაც შეეხება, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრის შვილს, ბუსა ჟვანიას, სამართალდამცავებმა ის კლინიკიდან დღეს, 4 აგვისტის წინასწარი დაკავების იზოლატორში  გადაიყვანეს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა.