თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერიდან 193 896 ფოტო და 480 ვიდეოა ამოღებული
თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერიდან 193 896 ფოტო და 480 ვიდეოა  ამოღებული

A+ A-

14:45 04/08/2020

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერიდან 193 896 ფოტო და 480 ვიდეოა ამოღებული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში „18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“.

მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.