12 660-ზე მეტი აბიტურიენტიდან მათემატიკაში უმაღლესი ქულა მხოლოდ 12-მა აიღო – ნახეთ, ვინ არიან ისინი
12 660-ზე მეტი აბიტურიენტიდან მათემატიკაში უმაღლესი ქულა მხოლოდ 12-მა აიღო – ნახეთ, ვინ არიან ისინი

A+ A-

14:43 04/08/2020

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში დარეგისტრირებული 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტიდან უმაღლესი, 59 ქულა მხოლოდ 12-მა აიღო.  ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს. 

რაც საერთო რაოდენობის 0.09 პროცენტს შეადგენს.

58 ქულის აღება კი 29 მათგანმა შეძლო. ანუ, დაახლოებით, 0,23 %-მა. 

აბიტურიენტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ეს ყოველგვარი რეპეტირორებისა და დამატებითი მომზადების გარეშე შეძლეს.
თამარ ბანძელაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა და უმაღლესი, 59 ქულა აიღო. 

რუსუდან ქელდიშვილმა მათემატიკაში 58 ქულა აიღო და დაკლებული 1 ქულის გასაჩივრებასაც გეგმავს. მან დიდი ლილოს 217-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და ამით განსაკუთრებულად ამაყობს, რადგან ერთბაშად ორი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლო – რომ გოგონები მათემატიკას ვერ სწავლობენ და რომ მათემატიკის კარგად  შესწავლა მხოლოდ სპეციალურ, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებშია შესაძლებელი. 

ელენე ჩიკვილაძემ კი სკოლა-ლიცეუმი პრომეთე დაამთავრა. ის არც ერთ საგანში დამატებით, რეპეტიტორებთან, არ მომზადებულა. გამოცდებზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდა და უმაღლეს შედეგებსაც აჩვენებს. 

ცნობისთვის, მათემატიკის გამოცდის შედეგები გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.

წყარო:"პრაიმტაიმი"