მმართველი "ოცნების" 3 დიდი გასაღები და მთავარი ოპოზიციური ძალის ცეცხლი ოპოზიციას, არჩევნებში გასამარჯვებლად - ვის რა შანსები აქვს ?
მმართველი "ოცნების" 3 დიდი  გასაღები და მთავარი ოპოზიციური ძალის ცეცხლი ოპოზიციას, არჩევნებში გასამარჯვებლად - ვის რა შანსები აქვს ?

A+ A-

14:36 04/08/2020

„ქართული ოცნების“ 3 დიდი გასაღები არჩევნებში გასამარჯვებლად: ადმინისტრაციული რესურსი,“ნაციონალური მოძრაობა“ და პანდემიაა.

ამ ფონზე კი: საერთოდ გაუგებარია. რა უნდა ოპოზიციურ პარტიას - „ლელოს“, „ევროპულმა საქართველომ“ წესით, უნდა იცოდეს, რომ ამ პარტიის ორი კანდიდატის გარდა, მისი არც ერთი ლიდერია გამარჯვების პრეტენდენტი, „ლეიბორისტებიც“ უნდა შეეგუონ იმას, დაბალპროცენტიანი გამარჯვება ელოდებათ წინ, მაღალ პროცენტებს არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მისი ლიდერი გიორგი ვაშაძე უნდა ელოდოს.   

მეტიც,  2020-ში გამარჯვების დაფნის გვირგვინისთვის ბრძოლაში მთავარ ფლანგებზე ერთმანეთის პირისპიორ  ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გენერლები და ჯარისკაცები დადგებიან.

ასეთ პროგნოზებს აკეთებს  „2020NEWS“-თან საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ექსლიდერი და პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე,  ვის რამდენპროცენტიანი შანსი აქვს და როგორ დამარცხდებიან ისინი „ქართულ ოცნებასთან“ 2020 წლის არჩვენებისთვის ბრძოლაში, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშრებით, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს „რესპუბლიკელების“ ყოფილ ლიდერთან.

დავით ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებას“ 3 დიდი  გასაღები აქვს არჩევნებში გასამარჯვებლად:  ადმინისტრაციული რესურსი,“ნაციონალური მოძრაობა“ და პანდემია.

მათი მეშვეობით, ხალხის ფსიქოლოგიაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობს. მმართველი გუნდი ყოველთვის ახსენებს ხალხს წინა მთავრობის მავნებლობებს, ამიტომაც ხალხის არჩევანი შესაძლოა, ისევ „ქართულ ოცნებაზე“ შეჩერდეს და ბოლოს - პანდემია, რომელმაც საზოგადოებას დაანახა მთავრობის მუშაობა და ის აზრი -  რომ უნიათოები და უუნარონი არიან, შეცვალა „წარმატებულ  მებრძოლთა“ იმიჯით.

-რა შანსები აქვს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგა ბოკერიას ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში, ანდაც სხვა კანდიდატებს?

-„ევროპული საქართველოს“ ცალკე კანდიდატებს, არა მგონია რაიმე შანსი ქონდეთ, ერთადერთი, ვინც შეიძლება გავიდეს მათგან, ელენე ხოშტარია იქნება.

სხვა კანდიდატებს რეგიონებში ძალიან დაბალი შანსი ექნებათ, მითუმეტეს გიგა ბოკერიას, რომელიც არც თუ ისე კარგი რეიტინგით სარგებლობს. ვერც ერთი მათგანი ვერ „გაასწრებს“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, ეს ყოველივე გამორიცხულია და წესით, „ევროპულ საქართველოც’’ უნდა ხვდებოდეს ამას.

-ევროპული საქართველოსერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, რას ფიქრობთ , ვერც ის დადებს მეორე ტურს სახელისუფლებო კანდიდატთან?

-გიგი უგულავაზე სწორედ იგივეს ვიტყვი, რაც ბოკერიას შემთხვევაში აღვნიშნე. ისინი უფრო დიდი ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები რომ იყვნენ, შესაძლოა გვემსჯელა მათ შანსებზე, თუმცა დიდად მაღალი რეიტინგით, მაინც ვერ სარგებლობენ საზოგადოებაში. ამ პარტიაში ვინც შეიძლება გამოვყო შედარებით მაღალი რეიტინგით - კაკო ბობოხიძეა, რომელიც ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

-რას ფიქრობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერობის კანდიდატზე, გიორგი ვაშაძეზე, აქვს თუ არა მას შანსები 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების და შემდეგ - გაპრამიერების?

-ვაშაძის წინა საარჩევნო ისტორიას თუ გადავხედავთ,  ამ არჩევნებში მას შეუძლია მაქსიმუმ 2-3%-ის მოპოვება. ამ შედეგით, ის რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაშინ საჭიროა, ყველა პოლიტიკური პარტია დათანხმდეს ამ ფაქტს, რაც არა მგონია, ასე იყოს.

ნაკლებად ვაკრიტიკებ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას, რადგან როდესაც პარტია აყენებს თავის თავს წინა საარჩევნო ასპარეზზე, საჭიროა კონკრეტული ლიდერის, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დაყენება. მაგალითად, ბრიტანეთში ამომრჩეველმა ყოველთვის იცის, კონკრეტული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ვინ რომელ თანამდებობაზე მოევლინება მომავალში, ამიტომაც ვაშაძის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიღებულია.

-რას ფიქრობთ „ლელოზე“, რა შანსები აქვთ მათ 2020 წლის მაჟორიტარულ და პროპორციულ  ფრონტზე?

-„ლელომ“ თითქოს შეკრიბა ის ხალხი, ვინც არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილან და არც - „ქართულ ოცნებაში“, თუმცა მათი მკაფიო მესიჯი საზოგადოებას არ აქვს. საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, რა უნდა ამ პარტიას. ისინი ძალიან პასიურობენ. პოლიტიკური ცენტრის შექმნა არ არის მარტივი და ძალიან ხშირად ეშლებათ ეს ადამიანებს. ბიზნესი პოლიტიკას არ ჰგავს!

-„ლეიბორისტების“ შანსი როგორია?

-„ლეიბორისტები“ აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში, შესაძლოა მაღალი პროცენტები ვერ აიღონ, თუმცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მათ პარლამენტში ვიხილავთ.

-რა შანსი აქვს თავად მართველ გუნდს ამ არჩევნებში?

-„ქართულ ოცნებას“ დიდი შანსი აქვს ამ არჩევნებზე თუ კი რაიმე არ ჩაიდინეს, ამ სამი თვის განმავლობაში. მათი რეიტინგი საკმაოდ მაღალია, ეს კი კორონავირუსისა და პანდემიის დამსახურებაა. საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წინასაპანდემიო მუშაობით მათი იმუნიტეტი და რეიტინგი, ნამოღვაწართან შედარებით, უფრო გაიზარდა და გამყარდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ორი ძლიერი ძალა 2020 წლის სამაჟორიტარო არჩევნებში ისევ  „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

მმართველი პარტიის პრივილეგია მათივე დაყენებული კანდიდატებია, რომლებიც კარგი რეიტინგით სარგებლობენ საქართველოში და კონკრეტულად იმ ოლქებში სადაც მონაწილეობას იღებენ.

-თქვენი აზრით,  ამ არჩევნებში იქნება მესამე ძლიერი ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ თანასწორი ძალა იქნება ბრძოლაში? 

-მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ასეთი ძალა არ იქნება, იმის მიუხედავად, რომ „ჭრელი“ და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მოსახლეობას აქვს.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პოლიტიკური ძალა საქართველოში, სამწუხაროდ არ გვყავს.  ახალი ქარიზმატული, ლეგენდარული ლიდერი დღეს საქართველოს არ ჰყავს, თუმცა თავის დროზე ასეთები იყვნენ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

-რომელი მხარისგან იქნება არჩეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

-ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ დიდი შანსი აქვს ამის. ხვალ რომ იყოს არჩევნები, საზოგადოება აუცილებლად მათ დაუჭერდა მხარს, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის....

-როგორ ფიქრობთ, მათ რეიტინგზე  გახშირებული კრიმინალი და გამოუძიებელი საქმეები არ იმოქმედებს?

-არა მგონია ამ ყველაფერმა იმოქმედოს, რადგან შესაძლოა, მათ, პირიქით, სათავისოდ გამოიყენონ ყოველივე ეს და წინასაარჩევნოდ ყველა გახმაურებული საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დააკავონ, ამიტომაც ყველაფერი წინ გვაქვს.

-დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში?

-ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, ქართული პოლიტიკიდან არც არასდროს წასულა, მაგრამ მის რომელიმე კონკრეტულ თანამდებობაზე მოვლენას ნამდვილად არ ველოდები.

ხატია მამულია