2 კვირაში 20 მილიონი იშოვნა, ერთ თვეში - 50 მილიონი - ბიძინა ივანიშვილი გამდიდრებას განაგრძობს
2 კვირაში 20 მილიონი იშოვნა, ერთ თვეში - 50 მილიონი - ბიძინა ივანიშვილი გამდიდრებას განაგრძობს

A+ A-

14:02 04/08/2020

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი კვლავ მდიდრდება. ამის შესახებ ინფორმაცია "Bloomberg Billionaires Index"-ზეა გამოქვეყნებული.

ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა 2 კვირაში კიდევ 20 მილიონი იშოვნა.

თუ 13 ივლისის მონაცემებით ივანიშვილის ქონება 5.40 მილიარდს შეადგენდა, 4 აგვისტოს მონაცემებით მისი ქონება 5.42-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 24 ივნისიდან-4 აგვისტომდე, ივანიშვილის ქონება 50 მილიონით გაიზარდა.

ცნობისთვის, 5.42 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 2.76 მილიონი უნცია ოქრო და 124 მილიონი ბარელი ნავთობი.

შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.