ზუგდიდში გვერდზე ორი კაცისთვის გავიწეოდი, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიასთვის - გიგი უგულავა
ზუგდიდში გვერდზე ორი კაცისთვის გავიწეოდი, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიასთვის - გიგი უგულავა

A+ A-

14:02 04/08/2020

ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის საკუთარი კანდიდატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ან „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას რომ დაეყენებინა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულვა ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებდა.

როგორც უგულავა აცხადებს, იგი სააკაშვილი-მელიას კანდიდატურების დაყენების შემთხვევაში გვერდზე გაიწეოდა და მათ მხარს დაუჭერდა.

“ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია. ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოდან" ზუგდიდის სამაჟორიტარო ოლქში გიგი უგულავა იბრძოლებს. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.