გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა უგულავა და "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, შემდეგ მოვუგებთ - გოცირიძე
გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა უგულავა და "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, შემდეგ მოვუგებთ - გოცირიძე

A+ A-

13:34 04/08/2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს  გაუხარდება თუ ზუგდიდში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გავლენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი.

მისივე თქმით,  „ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი", რაც შეიძლება ზუგდიდში მოხდეს.

„გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ“, - აცხადებს გოცირიძე.

ამასთანავე, ფრაქციის ლიდერი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობას“ ამ ქალაქში ძალიან სერიოზული კანდიდატი ეყოლება.

"მით უმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და მთელი სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოდან ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება.