საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები კარანტინს არ გაივლიან - გამყრელიძე
საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები კარანტინს არ გაივლიან - გამყრელიძე

A+ A-

12:37 04/08/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები კარანტინს არ გაივლიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული

"დაავადებათა კონტროლის ცენტრიცაა იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნების ჩატარების ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაზე მუშაობს. ჯერჯერობით, საბოლოო შეჯერებული მოდელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები არის. ის, რომ კარანტინი მათ არ გაიარონ, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, იქნება შესაბამისად სხვა მეთოდები გამოყენებული, რომელიც ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხზე ვმუშაობთ, განიხილება ბევრი ვარიანტი", - განაცხადა გამყრელიძემ.