რამდენი მილიონერი ყავს საქართველოს
რამდენი მილიონერი ყავს საქართველოს

A+ A-

12:32 04/08/2020

რამდენ ადამიანს აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი შემოსავალი საქართველოში - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსმა“ მონაცემები შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 488 მილიონერია. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამდენ ადამიანს უფიქსირდება წლიურად 1 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი - 246 330 ადამიანი არის დაბალშემოსავლიანი. კერძოდ, მათი შემოსავალი წლიურად 0-დან 1 200 ლარამდე დიაპაზონშია.

ამასთან, 14 449 ადამიანის შემოსავალი გასულ წელს ოფიციალური მონაცემებით, 100 ათას ლარზე მეტი იყო.

წყარო:"bpn"