საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

A+ A-

14:02 15/07/2020

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონაატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539ტონა შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (61% - 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% - 1 857 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% - 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% - 109 ტონა).

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.