ბიძინა ივანიშვილის გარეშე "ოცნება" ვერ წარმომიდგენია - სოფო კილაძე
ბიძინა ივანიშვილის გარეშე "ოცნება" ვერ წარმომიდგენია - სოფო კილაძე

A+ A-

13:47 15/07/2020

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი. კილაძე ამბობს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გუშინდელ სხდომაში ივანიშვილმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღო.

„ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე პირადად არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?“-განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. ადგილზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი.