"ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის?" - გიორგი შაქარაშვილის და ანა გაბეჩავაზე
"ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის?" - გიორგი შაქარაშვილის და ანა გაბეჩავაზე

A+ A-

13:37 15/07/2020

"ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის ?", - ასე ეხმაურება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ანა გაბეჩავას მიერ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარს.

ტრაგიკული ღამის იუბილარმა, ანა გაბეჩავამ განაცხადა, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს ახლოს არ იცნობდა და იგი მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი.

ამასთანავე, გაბეჩავამ თქვა, რომ არც საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ვახტანგ ჩიქოვანს იცნობდა.

ცნობისათვის, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის  4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფეხბურთელი გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. 

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით და მას მეოთხე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.