"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთ კვირაში წარადგენს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთ კვირაში წარადგენს  - ირაკლი კობახიძე

A+ A-

13:38 15/07/2020

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შესაძლოა, ერთ კვირაში წარადგინოს.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატს რაც შეიძლება მალე წარადგენენ.

„შეიძლება, ეს ერთ კვირაშიც გაკეთდეს. ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. რაც შეეხება საარჩევნო სიას, ამისთვის დრო გვაქვს, თუმცა პერიოდულად მოხდება ახალი სახეების წარდგენა. ამისთვის ვადა არის სექტემბრის ბოლომდე, მაგრამ მაქსიმალურ ვადებს წინ გავუსწრებთ და უფრო ადრე წარვუდგენთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ახალ სახეებს. დღეს, ახალი სახეების ვერც ერთ გვარს ვერ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.