ინდოეთში გასული 24 საათში კორონავირუსის 29 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული 24 საათში კორონავირუსის 29 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

13:28 15/07/2020

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 ათასამდე ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 600 მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც "worldometers"-ის სტატისტიკით ირკვევა, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 937 884 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 24 327 ადამიანი. ინდოეთში ვირუსისგან 593 178 პაციენტი განიკურნა.

ინდოეთი მსოფლიო ლიდერთა სიაში კვლავ მესამე ადგილს იკავებს.

კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებულია 13 მილიონზე მეტი ინფიცირებისა და გარდაცვალების 581 000-ზე მეტი შემთხვევა.