საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის დროს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღია - ალექსანდრე გეჯაძე
გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის დროს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღია - ალექსანდრე გეჯაძე

A+ A-

12:48 15/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის დროს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღია და ის მაქსიმუმ, 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა. ამის შესახებ ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გადაცემა ,,რეაქციაში” განაცხადა.

გეჯაძემ განმარტა, თუ რას ნიშნავს დასკვნაში მითითებული სიტყვები ,,მსუბუქი დაზიანებები”.

"მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის კუთხით გულისხმობს იმას, რომ იწვევს პირონების ჯანმრთელობის მოშლას 7 დღიდან არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ დაზიანებების, ამ ჰემატომების მკურნალობა მოხდებოდა სტაციონარში. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებოდა, ექნებოდა ტკივილის სინდრომი, მაგრამ ეს ავადმყოფური მდგომარეობა მაქსიმუმ გასტანდა 21 დღეს. ,,მსუბუქი დაზიანებები” იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არ დასჭირდებოდა. 21 დღის შემდეგ ჰემოტომები გაიწოვებოდა, რადგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ იყო.

მსუბუქი დაზიანება სიკვდილს ვერ გამოიწვევდა, მაგრამ ქმედება - თუ გადაადგეს წყალში უმწეო მდგომარეობაში, ეს არის მკვლეობა…

ამ დასკვნით მთავარ კითხვაზე იქნა გაცემული პასუხი - რა გახდა სიკვდილის მიზეზი. ერთი პიროვნების მხრიდან ამ ყველაფრის დაზიანება ძნელი წარმოსადგენია, ანუ მონაწილეობდა არაერთი პირი. სიმაღლიდან ვარდნით ეს დაზიანებები ვერ განვითარდებოდა.

მას ჰემატომები აქვს წინა და უკანა ზედაპირზე… ორგანოები რომ ყოფილიყო დაზიანებული, მაშინ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ იყო სახიფათო მძიმე დაზიანებები", - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის,  ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს საქმეს იძიებს ორი მუხლით,  126-ე და 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა  და ძალადობის მუხლებით, რასაც ექსპერტიზის შემდეგ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

 

მსგავსი თემები