სომხეთ-აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, შესაძლოა, დაპირისპირებამ საქართველოშიც გადმოინაცვლოს - მამუკა არეშიძე
სომხეთ-აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, შესაძლოა, დაპირისპირებამ საქართველოშიც გადმოინაცვლოს - მამუკა არეშიძე

A+ A-

17:23 14/07/2020

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ახალმა ტალღამ რეგიონში დაძაბულობა გაზარდა.

მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის შემდეგ, 12 ივლის, თოვუზის რაიონში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან წარმოშობილმა დაპირისპირებამ, პირველი პრეცედენტი შექმნა 2016 წლის შემდეგ, როდესაც მხარეებს შორის არა ყარაბაღის არამედ, საქართველოს მახლობლად, მათ დადგენილ სახელმწიფო საზღვართან დაპირისპირება წარმოიშვა.

რა პროცესები ვითარდება საქართველოს მახლობლად, როგორ შეიძლება განვითარდებს პროცესები, რა ასახვას ჰპოვებს საქართველოზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული დაპირისპირება, გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში კონფლიქტი და ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს დაპირისპირების მიღმა - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “2020NEWS”-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე ესაუბრა.

ყარაბაღიდან-თოვუზამდე - დაპირისპირების პირველი პრეცედენტი - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის?

მას შემდეგ, რაც მედია 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თოვუზის მონაკვეთზე შეტაკებები დაიწყო, ორივე სახელმწიფო ურთიერთგადაბრალების რეჟიმშია. რეალობა კი ასეთია, რომ შეტაკებებს სამხედროების სახით მსხვერპლი ჰყავს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფროტაციების შიგადაშიგ განახლება მოულოდნელი არ არის, თუმცა თოვუზის მონაკვეთზე მიმდინარე პროცესები პირველი შემთხვევაა, როდესაც დაპირისპირება მხარეებს შორის სადაო ყარაბაღის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

„2020NEWS”-თან საუბარში ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე დაპირისპირება შესაძლოა, ხელოვნურადაც იყოს შექმნილი მესამე მხარის, ანუ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამო.

,,სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ, რომ დაპირისპირების პირობებში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, კონფრონტაცია შიგადაშიგ განახლდება ხოლმე, მაგრამ ახლანდელი დაპირისპირება თვისობრივად განსხვავებულია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაპირისპირება ყარაბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ყველაზე ცუდი საქართველოსთვის ის არის, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს საზღვართან მოხდა.

თოვუზის რაიონი, აზერბაიჯანშია როგორც კი გადახვალთ ეს ტერიტორიაა. დაპირისპირება მის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაპირისპირება მოხდა არა დაუდგენელ საზღვარზე, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, რომელიც საქართველოდან არც ისე შორსაა.

ბოლო წლების განმავლობაში, ყარაბახის კონფლიქტის გაყინვის შემდეგ, ეს არის პირველი დაპირისპირება, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზე არ მომხდა და ამიტომ არის ძალიან ცუდი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ხელოვნურად შემქნილი კონფლიქტი. უკეთეს შემთხვევაში ეს არის ძალების მოსინჯვა, შემოწმება დაპირისპირებული მხარეებიდან. რამდენად ძლიერია კონკრეტულ მონაკვეთზე ამა თუ იმ ქვეყნის თავდაცვითი სისტემა.
უარეს შემთხვევაში კი, ვიღაც კონფლიქტის განახლებას ლამობს , ბუნებრივია მესამე მხარეს ვგულისხმობ.

ფაქტობრივად, 12 ივლისიდან მოყოლებული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ცეცხლი არ შეწყვეტილა და საარტილერიო დუელი მიმდინარეობს. მართალია დაბალი ინტენსივობით, თუმცა მაინც მიმდინარეობს“, - განაცხადა არეშიძემ.

საქართველოს დაპირისპირების შუაგულში - რა რისკებისა და გამოწვევების წინაშეა საქართველო?!

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირება ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება, შესაძლოა, მხარეებმა დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანონ, რადგან ორივე მათგანს ენერგომაგისტრალების - შახდენისისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სახით საკუთარი ინტერესები აქვს.

„თუ ჩვენ პირველ ვარიანტს განვიხილავთ, რომ ეს არის ძალთა მოსინჯვა, მაშინ, მსხვილი მოთამაშეების ჩართვის შედეგად - რუსეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები , ევროკავშირი - ეს დაპირისპირება შეწყდება ისევე, როგორც 2016 წლის აპრილის მოვლენები, მაგრამ თუ ეს არის კონფლიქტის განახლების წინაპირობა, რასაკვირველია, მთლიანად რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება.

ეს პროცესები თუ ფართომასშტაბიან ესკალაციაში გადავიდა მაშინ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ყოველგვარი საინვესტიციო აქტივობა რეგიონში შეწყდება და არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა მოინდომონ საქართველოს ტერიტორიაზე თავისი დაპირისპირების გადმოტანა და გეტყვით რატომ.

საქართველოს ტერიტორიაზე გადის ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი ენერგო მაგისტრალები. ერთი ეს არის შახდენიზისკენ მიმავალი გაზსადენი და მეორე ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

ერთი აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე რუსეთიდან მომავალი გაზსადენი, რომელიც სომხეთს ამარაგებს. ორივე მხარე აუცილებლად მოინდომეს, რომ ამ გაზსადენებზე მოახდინოს დივერსიული აქტი, რადგან ორივე ქვეყნის ეკონომიკა ამ ენერგომატარებლებზე, ენერგოკორიდორებზე არის დამოკიდებული.

გარდა ამის, თუ ეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყება, მოსალოდნელია ლტოლვითა ნაკადის ზრდა, ეკონომიკური ვარდა.

თუ ეს დაპირისპირება ინსპირირებულია იმისათვის, რომ რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინონ, რასაკვირველია, კავკასიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყება.

თუმცა, ჯერჯერობით სურათი ნათელი არ არის. ეს არის სურვილი მსხვილი მოთამაშეების, რომ დაუპირისპირდნენ ამ კონფლიქტის მეშვეობით, თუ ეს არის შემთხევევითი მოვლენა.

დღეს ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, არ გამიკვირდება, რომ ეს დაპირისპირება ინსპირირებული იყოს მსხვილი მოთამაშეების მიერ. მითუმეტეს, თურქეთის განცხადებაც ირიბად ამაზე მიუთითებს.
თურქეთმა ცალსახად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის მხრიდან წამოწყებულ სამხედრო აქტივობას, ასეთი რამ თურქეთს არასოდეს უთქვამს. მართალია ის აზერბაიჯანს ყოველთვის მხარს უჭერდა, მაგრამ ბოლო წინადადება იმით მთავრდებოდა, რომ აუცილებელია მხარეებმა მოილაპარაკონ. ახლა კი ეს ბოლო წინადადება აღარ არსებობს.

თურქეთის ეს პოზიცია გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვებს, რასაკვირველია, ისინიც აუცილებლად მოინდომებენ და შეეცდებიან მაქსიმალური ფორმატით ჩაერთონ. როგორ განვითარდება მოვლენები ამის თქმა მიჭირს, დაველოდოთ“, - განაცხადა ექსპერტმა.

გამოსავალი საქართველოსთვის - მოლაპარაკებების პლატფორმა და საქართველო როგორც შუამავალი

კავკასიის საკითხებში ექსპერტი “2020NEWS“ -თან ამბობს, რომ საქართველომ ვითარების ესკალაციას ხელი ყველანაირად უნდა შეუშალოს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივით ხელახლა უნდა გამოვიდეს, რათა დანარჩენს მსოფლიოს ხიფათის მასშტაბები დაანახოს.

იგი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს , რომ როგორც აზერბაიჯანულ ისე სომხურ მხარესაც დაახლოებით თოვუზის რაიონში საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილი აქვთ დაკავებული.

,,აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ვითარების ესკალაციას მაქსიმალურად ხელი შეუშალოს.

თავის დროზე, წინა პრემიერის დროს, გამოცხადდა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს სამშვიდო პლატფორმის ინიციატორი ზუსტად სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებისას.

საჭიროა, საქართველომ ისევ დააყენოს ამ ტიპის საკითხი იმისათვის, რომ ინიციატივა მაინც გამოჩნდეს. აგრძნობინოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ საქართველო ხედავს ხიფათის მასშტაბებს.

აგრეთვე, აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც, თოვუზის რაიონი დაახლოებით ის ადგილია, სადაც აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილი აქვთ დაკავებული.
აზერბაიჯანს ეს ტერიტორია დანაღმული აქვს, ხოლო სომხეთს ერთი სიმაღლე აქვთ დაკავებული ზუსტად იმისათვის, რომ სტრატეგიული სივრცე შეინარჩუნოს.

ორივე სახელმწიფო აქვს ჩვენი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. ეს 500 მეტრი იქნება თუ 600, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ, წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ 1994 წლიდან, თვალს ვხუჭავთ სწორედ იმიტომ, რომ პარიტეტი შევინარჩუნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტერიტორიამ თავისი უარყოფითი როლი ითამაშოს ამ სიტუაციაში“, - განაცხადა არეშიძემ.

ანა ქორჩილავა