პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდამ გაიმარჯვა
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდამ გაიმარჯვა

A+ A-

18:34 13/07/2020

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაიმარჯვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტი, რომლის მიხედვითაც, დუდას ხმათა 51.21 პროცენტი, ხოლო მის ოპონენტ რაფალ ტშასკოვსკის 48.79 პროცენტი აქვს. კანდიდატებს შორის სხვაობამ 500 000-მდე ხმა შეადგინა. ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტობისთვის პირველ ტურში სულ 11 კანდიდატი იბრძოდა. პროგნოზებით, რეალური შესაძლებლობები სწორედ მეორე ტურში გადასულ მოქმედ პრეზიდენტსა და ვარშავის მერს ჰქონდათ. თუმცა პირველივე ტურში ხმათა 51 პროცენტის მიღება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.