ნასვამი ხალხი, რომ შეიკრიბება რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი - იმნაძე ქორწილებზე და ქელეხებზე
ნასვამი ხალხი, რომ შეიკრიბება რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი - იმნაძე ქორწილებზე და ქელეხებზე

A+ A-

18:21 13/07/2020

„ქორწილიც, იუბილეც და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, კონცერტი შეიძლება, ღია სივრცეში ჩატარდეს და სამწუხაროდ, ქორწილიც, იუბილეც და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ამიტომ, ჯერჯერობით არ არის რეკომენდებული ასეთი დიდი ღონისძიებები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.