ქორწილის გადახდის გამო, კომპანია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა
ქორწილის გადახდის გამო, კომპანია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

A+ A-

18:03 13/07/2020

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ერთი კომპანია დაჯარიმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, დაწესებულებაში ქორწილს იხდიდნენ.

"შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 90 ობიექტი შეამოწმა, მათგან 31 დააჯარიმა. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქორწილის გადახდა და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სხვა წესების დარღვევისთვის კომპანიას 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.