უტა ივანიშვილის მეგობრის პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევას იწყებს
უტა ივანიშვილის მეგობრის პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევას იწყებს

A+ A-

17:47 13/07/2020

უტა ივანიშვილის მეგობრის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევას იწყებს. ამის შესახებ  "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ჯანაშვილი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწონდებს და არჩევნებისთვის შესაფერისი კანდიდატების შეთავაზებას ითხოვს.

"წარმოადგინე ის ადამიანი, რომელსაც არჩევნებზე მისცემდი ხმას და გჯერა, რომ აქვს პოტენციალი შეცვალოს რეალობა უკეთესობისკენ.

ვიდეოს კომენტარში, საკუთარ გვერდზე ან შენთვის სასურველი კანდიდატის გვერდზე, მონიშნე @მომხმარებლის სახელი #რეფორმერისკანდიდატი.

შერჩევის პროცესში მოხდება კანდიდატების ტესტირება და გასაუბრება. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება პრაიმერის წესით.

გელით, ცვლილებების დროა",-ამბობს ვიდეომიმართვაში თორნიკე ჯანაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდული მოძრაობა „რეფორმერი“ 9 ივლისს გამოჩნდა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დაანონსა.

როგორც "2020NEWS"-ი უკვე წერდა, ჯანაშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ უტა ივანიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ლობირებდნენ" თორნიკე ჯანაშვილის პოლიტიკაში შემოსვლას.