"ლელომ საქართველოსთვის" შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა
"ლელომ საქართველოსთვის" შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა

A+ A-

17:03 13/07/2020

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.

პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს და მათთან ერთად შუახევში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „ლელო საქართველოსთვის“ შუახევის გუნდს ზვიად დიასამიძე უხელმძღვანელებს. პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს გულწრფელი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრობლემა არის თითქმის იდენტური ყველგან. ადამიანები მიდიან სხვა ქვეყანაში სარჩო-საბადებლის საძებნელად. ეს რეალობა ჩვენ უნდა შევცვალოთ და დავუბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქართველები თავიან მიწას და მივცეთ მათ საშუალება, რომ აქ ჰქონდეთ პერსპექტივა და სამუშაო ადგილები. გამოკვებონ თავიანთი ოჯახი, რათა ფეხზე დადგნენ ღირსეულად. ეს არის „ლელოს“ მისია, შუახეველებს კი მადლობა ამ არაჩვეულებრივი და გულწრფელი დახვედრისათვის“, - მამუკა ხაზარაძე.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, "ლელო საქართველოსთვის" შეძლებს, რომ შექმნას პრეცედენტი, რათა მშრომელი ადამიანები რაიონიდან აღარ წავიდნენ.

მისივე თქმით, რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს საკურორტო ზონის სახით.

„ლელოს“ დროშა აღვმართეთ შუახევის რაიონში. არაჩვეულებრივ, ულამაზეს რაიონში, სადაც ცხოვრობენ შრომისმოყვარე, გამრჯე და პატრიოტი ადამიანები, სადაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ პრეცედენტის შექმნას, რომ აქაური გლეხი აღარ წავიდეს რაიონიდან, პირიქით, ვინც წასულია ის დაბრუნდეს, რადგან შუახევის დაცარიელება ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცარიელება. რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, საკურორტო ზონის სახით, ჩირუხის მთა, რომელიც ცნობილია და ჩირუხის მთაზე უნდა ვნახოთ გამართული, თანამედროვე კურორტი, რომელიც იქნება სამაგალითო აჭარისთვის“, - ბადრი ჯაფარიძე.