კელი დეგნანი მესტიას ეწვია
კელი დეგნანი მესტიას ეწვია

A+ A-

15:11 13/07/2020
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მესტიას ეწვია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ელჩმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც მოინახულა. ელჩი გაეცნო შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა. ასევე, ზურდულზე საბაგიროთი ავიდა და კავკასიის მთების ულამაზესი ხედებით ისიამოვნა.
 
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა.
 
„ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.
 
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა“, – აცხადებენ საელჩოში.