ჩემთვის შაქარაშვილის საქმე გაურკვეველი, როგორც ვხედავ ოჯახისთვისაც - მიშა ბაღათურია
ჩემთვის შაქარაშვილის საქმე გაურკვეველი, როგორც ვხედავ ოჯახისთვისაც - მიშა ბაღათურია

A+ A-

14:02 13/07/2020

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრისთვის მიშა ბაღათურიასთვის, 19 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული სიკვდილის საქმე ამ დრომდე გაურკვეველია. მისივე თქმით, საქმე ოჯახისთვისაც გაურკვეველია. ამის შესახებ ბაღათურიამ “2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა.

“პირველ რიგში, მთელს ქვეყანას ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას. ჩემთვის გიორგი შაქარაშვილის საქმე, ამ ეტაპზე არის სრულიად გაურკვეველი. როგორც, მე ვხედავ თავად ფეხბურთელის ოჯახისთვისაც. ყველა ველოდებით გამოძიებას. იმედი მაქვს, გამოძიება მაქსიმალურად ობიექტური იქნება და ყველა დამნაშავე დაისჯება. დანაშაული ვინ ჩაიდინა არ აქვს მნიშვნელობა - ის იქნება სპორტსმენი, ექიმი თუ მასწავლებელი, ყველა საქართველოს მოქალაქე ვართ. მე ამ საქმეს სპორტსმენებს ვერ დავუკავშირებ“ - განაცხადა მიშა ბაღათურიამ “2020NEWS“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.