წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა

A+ A-

12:44 13/07/2020

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივნისში (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით და წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 1 503.5 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 15.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 3 568.9 მილიონი აშშ დოლარი - 16.5 პროცენტითაა ნაკლები.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.