ბათუმში 2 ახალგაზრდა დანით დაჭრეს
ბათუმში 2  ახალგაზრდა დანით დაჭრეს

A+ A-

12:38 13/07/2020

ბათუმში ორი პირი დანით დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა. მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ ერთდროულად შეიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტადათ. მედიკოსების თქმით, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, მაშინ როცა მიმალვას ცდილობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.