ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა
ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა

A+ A-

11:30 13/07/2020

"ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2 კვირაში 30 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "Bloomberg Billionaires Index"-ზეა გამოქვეყნებული.

თუ 24 ივნისის მონაცემებით ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდი იყო, დღევანდელი მონაცემებით, მისი ქონება 5.40 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის განმავლობაში, 13 ივნისიდან დღემდე მისი ქონება ჯამში 80 მილიონით გაიზარდა. ამის მიუხედავად, "Bloomberg Billionaires"-ს მონაცემებიდან, ირკვევა, რომ ივანიშვილს რეიტინგში პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ 382-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, 5.40 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 2.97 მილიონი უნცია ოქრო და 126 მილიონი ბარელი ნავთობი.

შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა.

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.