მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 13 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 13 მილიონს გადააჭარბა

A+ A-

11:17 13/07/2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 13 მილიონს გადააჭარბა.

worldometers-ის სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, გამოვლენილია 13 042 340 ინფიცირების შემთხვევა.

მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში, მსოფლიოს მასშტაბით, 200 000-მდე ინფიცირებისა და 4 000-მდე გარდაცვალების ახალი ფაქტი დადასტურდა.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელდა 7 588 510 ადამიანი, გარდაცვლილია 600 000-მდე პაციენტი, ხოლო 4 882 141 ადამიანი კვლავ ებრძვის ვირუსს. მათგან 60 000-მდე ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მატება დაფიქსირდა აშშ-ში, - 60 000 მდე ახალი შემთხვევა.

ბრაზილიაში დაინფიცირდა 26 000-მდე ადამიანი.

ინდოეთში - 30 000-მდე და სამხრეთ აფრიკაში - 12 058 ახალი ფაქტია დადასტურებული.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული.