საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

9 ახალ პაციენტს ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია
9 ახალ პაციენტს ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

A+ A-

11:05 13/07/2020

 

 

საქართველოში კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა ინპორტირებულია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმიღ, დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.

„ყველა მათგანის დიაგნოსტირება საკარანტინო სივრცეში მოხდა. მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. დღეის მონაცემებით, კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.