ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

A+ A-

17:45 12/07/2020

ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა.

50 წლამდე ასაკის მძღოლი „ცხელების ცენტრში“ იყო მოთავსებული და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულს თურქეთში გადაიყვანენ, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში მკურნალობის სურვილი გამოთქვა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოდი კვლავ შვიდი ინფიცირებული რჩება.