რუსთავში საავადმყოფოდან გაიქცა კარანტინიდან გადაყვანილი კაცი
რუსთავში საავადმყოფოდან გაიქცა კარანტინიდან გადაყვანილი კაცი

A+ A-

15:48 12/07/2020

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გაიქცა 45 წლის კაცი, რომელიც ჰოსპიტალში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

საავადმყოფოს წარმომადგენელი ირაკლი კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კაცი ჰოსპიტალში გუშინ, 2 საათზე სასტუმრო "გრანდ ვეჯინიდან" გადაიყვანეს. კიწმარიშვილის თქმით, კაცს კოვიდ 19-ზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"ხელი მოაწერა, რომ თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო და 2 კვირა ასე ყოფილიყო. ამ დროს გაიქცა", - ამბობს ირაკლი კიწმარიშვილი.

45 წლის კაცი, სავარაუდოდ, საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადაძვრა.

რადიო თავისუფლება ინფორმაციას ელოდება ჯანდაცვის სამინისტროდან, რაც მიღებისთანავე აისახება მასალაში.

წყარო: რადიო თავისუფლება