შაქარაშვილის ტრაგედიას პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული მედიები ნუ შეეხებიან - მეუფე იაკობი
შაქარაშვილის ტრაგედიას პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული მედიები ნუ შეეხებიან - მეუფე იაკობი

A+ A-

12:39 12/07/2020

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდილობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედია საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი „ჩაიფარცხება” და გამოძიება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდილობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება. ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ძიება ამაზე არ მისულიყო, არ მგონია, ასე ყოფილიყო. ალბათ გამოძიება უფრო ღრმადაც ჩავა და უბრალოდ გულსატკენია, რამდენი ადამიანი იღუპება. იჩხუბეს, დალიეს... ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ კიდეც. ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, რომ ოჯახისა და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან. არ მოიტყუონ ახლა - ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცაო,”- განაცხადა მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტრეში წირვის დასრულების შემდეგ, სადაც პეტრე- პავლობა აღნიშნეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.