საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

A+ A-

10:05 12/07/2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ვებგვერდზე დაზუსტებული ინფორმაცია განათავსა.

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა.