საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

16:16 11/07/2020

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.