აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა
აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა

A+ A-

11:55 11/07/2020

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

სავარაუდოდ, ისინი დაინფიცირდნენ ტრაილერის მძღოლისგან, წითელი ხიდის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა ბათუმში, თავის სახლში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სარფის საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი კონტაქტების მოძიება გრძელდება, უკვე ჩატარდა საცხოვრებელი სახლის დეზინფექიცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ინფიციცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.

5 ახალი ინფიცირებულიდან 4 თბილისშია გადაყვანილი. ბათუმში კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.