ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა
ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა

A+ A-

17:28 10/07/2020

10 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0600 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4593 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4655 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4460 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.8617 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივლისიდან შევა ძალაში.