თავის მართლებას არ ვაპირებ - თორნიკე შენგელია
თავის მართლებას არ ვაპირებ - თორნიკე შენგელია

A+ A-

12:50 10/07/2020

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსულ საკალათბურთო კლუბ "ЦСКА"-ში გადასვლასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თავის მართლებას არ აპირებს. 

"ЦСКА"-ში გადასვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია და თავის მართლებას არ ვაპირებ - განაცხადა თორნიკე შენგელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

შენგელიას განმარტებით, მას ყოველ ზაფხულს ენება შესაძლებლობა,რომ ამერიკის რომელიმე გუნდში გადავიდეს, თუ ასეთი დაინტერესება იქნება.

"საკმაოდ მნიშვენლოვანი როლი მექნება საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან გუნდში, სადაც ისეთ პოზიციაზე ვიქნები, რომ შეგვეძლება ვიასპარეზოთ ევროლიგის ჩემპიონატზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თავი სამართლებელი მართლა არაფერი მაქვს, რადგან იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ და ფარში რომ ბურთი ჩავაგდო. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს მე ვინ. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც და სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით, არც ერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ", - აცხადებს თორნიკე შენგელია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან, თორნიკე შენგელაიასთან, 3 წლიანი ხელშეკრულება ოფიციალურად გუშინ გააფორმა.

თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართველ გულშემატკივართა შორის. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია ეროვნული ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტისათვის. პრეზიდენტისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს.

ცნობისთვის, მოსკოვის "არმიელთა" ცენტრალურ კლუბს 97 წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე ЦСКА-მ ევროლიგის მოგება 8-ჯერ მოახერხა.